ვენტილირებადი კონტეინერები აგრეთე ცნობილია, როგორც პასიურად (ბუნებრივად) ვენტილირებადი ან ყავის კონტეინერები. ვენტილაცია ხორციელდება სავენტილაციო ნახვრეტებიდან ზედა და ქვედა გვერდის რელსებში. ეს ნახვრეტები არ უშვებენ შხეფებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ტვირთის გაფუჭება, მაგალითად, წვიმით ან წყლის შხეფებით.
თუ საჭიროა აქტირად ვენტილირებადი კონტეინერები, ანუ კონტეინერები რეგულირებადი ვენტილირებით, შეიძლება იქნას გამოყენებული კონტეინერები “ილუმინატორით”, რომლებიც ერთდროულად მოქმედებენ, როგორც იზოლირებული ან რეფრიჟერატორ- კონტეინერები. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილე: იზოლირებული და რეფრიჟერატორ-კონტეინერები.
სამაგრი რგოლები, რომლებთანაც შეიძლება ტვირთის მიმაგრება, დაყენებულია ზედა და ქვედა გვერდით რელსებზე და კუთხის ბოძზე. სამაგრ რგოლებს შეუძლია 1000 კგ-მდე დატვირთვის გაძლება. ვენტილირებადი კონტეინერების ჩვეულებრივი ზომაა 20′.
ზომები/წონა
აი ვენტილირებადი კონტეინერების ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. მონაცემები აღებულია ჰაპაგ ლოიდიდან, ჰამბურგი.
ვენტილირებადი ფოლადის კონტეინერი: სიგრძე 20 ‘ და სიმაღლე 8’ 6” გოფრირებული კედლები და ხის იატაკი |
||||||||
შიდა ზომები |
კარის სიო |
წონა |
მოცულობა [მ3] |
|||||
სიგრძე [მმ] |
სიგანე [მმ] |
სიმაღლე [მმ] |
სიგანე [მმ] |
სიმაღლე [მმ] |
მაქს.წონა ბრუტო [კგ] |
ტარის წონა [კგ] |
მაქს. მარგი დატვირთვა [კგ] |
|
5888 |
2325 |
2392 |
2334 |
2290 |
30480 |
2400 |
28080 |
33.0 |
5895 |
2321 |
2392 |
2340 |
2292 |
30480 |
2490 |
27990 |
33.0 |
გამოყენება
ვენტილირებადი კონტეინერები გამოიყენება განსაკუთრებით ისეთი ტვირთებისთვის, რომელთა ვენტილირებაა საჭირო მგზავრობის დროს. ასეთი ტვირთებიდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ყავის მწვანე მარცვლები, აქედანაც მოდის დასახელება ყავის კონტეინერი.