მენიუ

ტანკი კონტეინერები

ტანკ კონტეინერები უნდა იყოს სულ ცოტა 80%-ით სავსე, რათა მოძრაობისას თავიდან ავიცილოთ  სითხეების სახიფათო რხევა, თუმცა ისინი ,როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 95%-ზე მეტად სავსე, ასეთ შემთხვევაში,  მათში არ იქნება საკმარისი თავისუფალი სივრცე თერმული გაფართოებისთვის. თერმული გაფართოების ხარისხი  თითოეული ტვირთისთვის შეიძლება გამოვითვალოთ შემდეგი ფორმულების საფუძველზე:

ΔV = Va · γ · ΔT

Ve = Va (1 + γ · ΔT)

ΔV : მოცულობის ცვლილება
Va : მოცულობა საწყის ტემპერატურაზე a
Ve : საბოლოო მოცულობა ტემპერატურაზე e
γ : მოცულობითი (თერმული) გაფართოების კოეფიციენტი
ΔT : ტემპერატურული სხვაობა კელვინის გრადუსებში

ტანკ კონტეინერებზე, რომლებიც განკუთვნილია საკვების ტრანსორტირებისთვის, უნდა იყოს წარწერა “მხოლოდ სასმელი სითხეებისთვის”.

ზოგიერთი სახიფათო მასალა უნდა მოთავსდეს ტანკ კონტეინერებში, რომლებსაც არ აქვთ შემშვები ან გამომშვები ნახვრეტები სითხის ზედაპირთან შედარებით დაბლა.

ზოგადად, ტანკ კონტეინერები  განკუთვნილია სამუშაო წნევაზე 3 ბარამდე (ატმოსფერულზე ზევით). გამოიყენება საცდელი წნევა 4.5 ბარი (ატმოსფერულზე ზევით).

თუ ტვირთი მოითხოვს ტრანსპორტს ტემპერატურის კონტროლით, ტანკ კონტენერები შეიძლება იყოს აღჭურვილი იზოლაციითა ან გათბობით. ტვირთის ტემპერატურის ზუსტი კონტროლი შესაძლებელია ტემპერატურული სენსორების საშუალებით.

ზომები/წონა
სხვა მნიშვნელოვანი დეტალები :

20-ფუტიანი ცისტერნა – კონტეინერი

გარე ზომები

წონა

სიგრძე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

სიგანე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

სიმაღლე

გარე ზომა  ISO-ს მიხედვით [მმ]

მაქს.წონა

ბრუტო

[კგ]

ტარის წონა

[კგ]

მაქს. მარგი დატვირთვა

[კგ]

6058

2438

2438

30480

4190

26290

6058

2438

2591

30480

4190

26290

Scroll to Top